Monday, March 2, 2015

1.პოექტის სახელწოდება:ვაჟა ფშაველა  ,, ბუნების მგოსანი"

2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა  გააცნობიერონ სიღრმისეულად ვაჟა ფშაველას პოროვნება,მისი როლი ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ და შეისწავლონ,თუ რა ადგილი უკავია ქართულ მწერლობაში  ვაჟა ფშაველას,ძირეულად გაეცნობიან ვაჟას 
 ბიოგრაფიას და შემოქმედებას.მოეწყობა
 ექსკურსია ვაჟას მშობლიურ სოფელ




ჩარგალში,გაეცნობიან არაგვის  ხეობას და საერთოდ იმ გეოგრაფიულ მდებარეობას,სადაც დაიბადა და გაიზარდა ვაჟა ფშაველა.მისი შემოქმედების შესწავლის საფუძველზე მოსწავლეები ეცნობიან და  და აანალიზებენ მთის კუთხის ტრადიციებს.ეცნობიან ქართულ ფოლკლორს.შეძლებენ  შექმნან მის შემოქმედებასთან დაკავშირებით ფოტოკოლაჟი,კედლის გაზეთი,მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,ჯგუფური მუშაობა,მიზნობრივი ექსკურსიები,ნამუშევრის განთავსება ბლოგში.

4.პროექტის მიზნები:ვაჟა ფშაველას პიროვნების შესწავლა ძირეულად,მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი,შეაყვაროს კითხვა;გამოუმუშაოს ლიტერატურის როგორც სიტყვის ხელოვნების კულტურის ფაქტის,აღქმისა და გაცნობიერების უნარი.განუვითაროს მოსწავლეებს  ჯგუფური  მუშაობის. უნარ-ჩვევა.

5.მონაწილეთა ასაკი:V_VIII-IX-კლ.
6.ვადები/ხანგრძლივობა:2თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:,ჩანახატების,
ფოტოებისა და ნახატების გამოფენა,პრეზენტაცია,ბლოგი
შექმნილი მასალების მიხედვით.შეისწავლიან ვაჟა ფსაველას ბიოგრაფიას და შემოქმედებას,ხოლო ამის ფონზე მოსწავლეები გაეცნობიან  ჩვენი  ქვეყნის ერთ-ერთი კუთხის,ფშავ-ხევსურეთის ადათ- წესებს,უკეთ შეიცნობენ ერის ისტორიას,კულტურასა და ხასიათს.








8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:


კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი,ბლოგის მომზადება,პრეზენტაციის გაკეთება,სდაიდშოუ,ფოტო აპარატი,ვიდეო კამერა,ფურცლები,საწერკალმები,ფოლკლორული წყაროები,წერილები,გამოკვლევები  ვაჟა ფშაველასთან დაკავშირებით.





9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კვლევა,მასალის მოძიება ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის,ინტერნეტის საშუალებით,ჯგუფური  მუშაობები, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი:ქართული-სხვადასხვა საშუალებებით(ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,)სარგებლობის  ჩვევის ჩამოყალიბება,ლიტ ნაწარმოებების, ბიოგრაფიის გაცნობა.ისტორია-გაეცნობიან ეპოქას,მთის კუთხეების ტრადიციებს.გეოგრაფია-გაეცნობიან აღნიშნული კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას.ისტ-ი ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება.



11.  პროექტის ხელმძღვანელი:დალი მერაბიშვილი

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა dalimerabishvili12@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:dalimerabishvili.blogspot.com